" - დავალება მოგცეს? "ხულიგანი" ხარ? - გააკონტროლე თავი, ვინმეში არ აგერიო, ეგ სიმწრის სიცილია" - რა უპასუხა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას
დავალება მოგცეს? შენ "ხულიგანი" ხარ? - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.
კომისიის სხდომაზე გახარია ე.წ. ჩორჩანას საკითხზე დისტანციურად პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს და განმარტავს, თუ როდის და რატომ ჩაიდგა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო. გახარიასა და ღუდუშაურს შორის შეკამათება სწორედ ამ განმარტებებს მოჰყვა. თუმცა მანამდე გახარიას კომიიის თავმდჯომარემ, თეა წულუკიანმა მოუწოდა, რომ ნუ „ყვირის, და ტერმინებს ნუ აურევს ერთმანეთში“. თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ ხმამაღლა არ ილაპარაკებს და ეცდება, რომ ემოციები გვერდზე გადოს.
"მოგიყვეთ? საგანგაშო ინფორმაცია იყო, აბსოლუტურად საგანგაშო" - გიორგი გახარია
"ბევრი ინფორმაციები მოგვდის..." - გიორგი გახარია
"აგერ არის თქვენ მიერ გამოგზავნილი one way ticket-ი" - თეა წულუკიანი გიორგი გახარიას