გაფრთხილება: საქართველოში 2-4 ივლისს ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)," - წერია განცხადებაში.