loader

"ერთი სსრკ-ს დროინდელი ანეგდოტი გამახსენდა…” - რას წერს გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი სსრკ-ს დროინდელი ანეგდოტი გამახსენდა…” - რას წერს გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი სსრკ-ს დროინდელი ანეგდოტი გამახსენდა:

სამი კაცი დაიჭირეს კაციჭამიებმა. უთხრეს, რამე ისეთს თუ გვეტყვით რაც არ ვიცით, გაგიშვებთ. თუარადა შეგჭამთო.

ერთმა უთხრა, კომპიუტერი იცით, რა არისო?

კაციჭამიებმა ითათბირეს და უპასუხეს, რომ იციან და შეჭამეს.

მეორემაც იგივე ბედი გაიზიარა.

მესამემ უთხრა - პარტკომი იცით რა არისო?

ითათბირეს და არ ვიცითო. წასვლამდე გვითხარი რა არისო?

თქვენსავით არიან, ვიღაცას დაიბარებენ, ითათბირებენ და შეჭამენო," -