loader

(SOS) "ყურადღება! არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(SOS) "ყურადღება! არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

"ყურადღება! "შაქლაქნაფუძრის" ხევი ჩამორეცხა წყალმა, არ წამოხვიდეთ არც თუშეთიდან და არც კახეთიდან თუშეთის მიმართულებით.

3 ივლისს ვაკეთებ ამ განცხადებას 11:47 სთ ზე ყველას გაგაგებინებთ. დავდებ ინფორმაციას როგორც კი გზა გაიხსნება" - წერს გვერდი "დაჯის კაფე “ღრუბლებს ზემოთ” და ვიდეოს ავრცელებს.

ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი უამინდობა და ნალექია. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე მეწყრულმა პროცესებმა გზა დააზიანა და ჩახერგა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდა, თუმცა პროცესს ძლიერი წვიმა ართულებს.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი საავტომობილო გზა.