"ბიზნესმენია... საავადმყოფოში წევს, კარგი ნაცემია" - ცნობილია, ვინ არის მიშიკო მაძღარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული: რას ჰყვებიან ისანში, პარკინგის გამო მომხდარ დანაშაულზე ადგილობრივები?
ისანში მკვლელობა მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა. ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება სავარაუდო დამნაშავესაც,37 წლის ბიზნესმენ ლევან ჩხაიძესაც. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა და მკვლელობით დასრულდა. მოკლული მიშიკო მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მოკლულის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიშიკო მაძღარაშვილმა ლევან ჩხაიძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხელი არ დაუკარებია მიშიკოს არავისთვის. სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდებულისგან წამოვიდა. მანქანის გაჩერების გამო ადამიანი თავის ჭიშკართან მოკლეს, იარაღი გამოიტანა და ესროლა მიშიკოს. არავის მივცემთ უფლებას ჩვენი მეგობრის სული შეურაცხყონ. კაცი მორწმუნე იყო, მარხვაზე იყო. ტყუილებს ავრცელებენ, თითქოს ჩხეიძის სახლში ათამდე პირი შეიჭრაო. ყველა მეზობელს ეშინოდა მაგ ადამიანის, იარაღით ემუქრებოდა ხალხს" - ჰყვებიან მოკლულის ახლობლები AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ვიდეო: "TV პირველი"