ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები სასამართლოდან - მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქეებსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ბრალდებულ გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესს ელოდნენ.
მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.
ამ წუთებში გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.
შესაბამის ვიდეოკადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.