loader

სასამართლოდან გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოება აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლოდან გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოება აღაშფოთა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქეებსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ბრალდებულ გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესს ელოდნენ.

მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.

ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შესაბამის ვიდეოკადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.