"ჩვენ არ დავდუმდებით! ჩვენ არ დავიხევთ უკან! პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენი მეგობრები კონგრესში მხარს აუცილებლად დაგვიჭერენ მხოლოდ ერთი პირობით..." - ია ფარულავა
მსახიობი ია ფარულავა, 4 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშრებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"საქართველო არ დაიჩოქებს!
საქართველო იბრძოლებს!
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
დღეს საქართველო ებრძვის შიგნიდან მართულ კრემლის რეჟიმს.
ხელისუფლებას, რომელიც აწამებს, აპატიმრებს და ახშობს თავისუფალ ხმას.
ეს ოლიგარქიული კლანი, რომელიც მოსკოვიდან იღებს დავალებებს და მოქმედებს რუსეთის ინტერესებით.
დღეს დემოკრატიის კი არა — სახელმწიფოს სიცოცხლის უფლებაა საფრთხეში!
ფულმა შიშმა თუ ნიჰილიზმა გააჩუმა თითქმის ყველა.
მაგრამ ჩვენ არ დავდუმდებით!
ჩვენ არ დავიხევთ უკან — იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო!
უკვე 34 წელია, ამერიკა საქართველოს გვერდში უდგას.
და დღეს— ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს:
დაიცავით თქვენი პარტნიორი!
დაიცავით ქართველი ხალხი!
MEGOBARI Act — უნდა გახდეს კანონი!
ეს არის კანონი:
თავისუფლების დასაცავად;
საქართველოს ევროპული მომავლისთვის;
ამერიკასა და საქართველოს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობისთვის.
პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენი მეგობრები კონგრესში მხარს აუცილებლად დაგვიჭერენ მხოლოდ ერთი პირობით.
მაგრამ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმა! თქვენი ხმა!
დღეს საქართველო მიმართავს თავის ნამდვილ მეგობარს — ამერიკას:
Make Georgia Great Again!
Make Democracy Win Again!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - წერს ფარულავა.