loader

"გული წაუვიდა, ხალხო, ადამიანი ცუდად არის" - დაპირისპირების კადრები სასამართლოს ეზოდან, მას შემდეგ, რაც გიორგი მინდაძის განაჩენი გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული წაუვიდა, ხალხო, ადამიანი ცუდად არის" - დაპირისპირების კადრები სასამართლოს ეზოდან, მას შემდეგ, რაც გიორგი მინდაძის განაჩენი გამოცხადდა

გიორგი მინდაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვითარება სასამართლოს ეზოში. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.

ვიდეო: "პუბლიკა"