loader

"ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს" - პროკურატურა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს" - პროკურატურა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2 ივ­ლისს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ორ პირს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ერთ-ერთი მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე პირ­მა შეძ­ლო ბრალ­დე­ბუ­ლი­სათ­ვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.