loader

"ჩავარდნილ გზაზე, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია იმყოფებოდა 30-მდე მოქალაქე" - როგორია ბოლო ცნობები თუშეთის გზიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩავარდნილ გზაზე, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია იმყოფებოდა 30-მდე მოქალაქე" - როგორია ბოლო ცნობები თუშეთის გზიდან?

თუშეთისკენ გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. უამინდობის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე.

რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა 27-ე კილომეტრზე.

გზის გაწმენდით სამუშაოებს ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ამინდის შესაბამისად, პერიოდულად მუშაობს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში იყვნენ ჩარჩენილი, სამაშველო სამსახურმა, სხვა უწყებებთან ერთად უვნებლად გამოიყვანა ხეობიდან.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 30-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

წყარო: "რუსთავი 2"