loader

თურქეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი დაჯგუფებაზე, რომელმაც ცეცხლის გაჩენაზე აიღო პასუხისმგებლობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი დაჯგუფებაზე, რომელმაც ცეცხლის გაჩენაზე აიღო პასუხისმგებლობა?

თურ­ქე­თის იზ­მი­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ერთი კვი­რაა ტყის ხან­ძარს ებ­რძვი­ან, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - Reuters-ი თურ­ქულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ექ­სკა­ვა­ტო­რის ოპე­რა­ტო­რი, იბ­რა­ჰიმ დე­მი­რია, რო­მე­ლიც ოდე­მი­შის რა­ი­ონ­ში ხან­ძრის ჩაქ­რო­ბი­სას და­ი­ღუ­პა.მა­ნამ­დე, იმა­ვე რა­ი­ონ­ში ხან­ძრის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 81 წლის სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.

დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს "ცე­ცხლის შვი­ლებს“ უწო­დებს, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეს თურ­ქე­თის ექვს ქა­ლაქ­ში ათო­ბით ხან­ძრის გან­ზრახ გა­ჩე­ნა­ზე. ჯგუ­ფის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან „ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას­თან“ (PKK).

გუ­შინ ხან­ძრის ახა­ლი კე­რე­ბი გაჩ­ნდა ან­ტა­ლი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში და თურ­ქე­თის უდი­დე­სი ქა­ლა­ქის, სტამ­ბო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ტყი­ან ად­გი­ლებ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხან­ძრის რამ­დე­ნი­მე კე­რის ლო­კა­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხა.