პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი" ამოიღო - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი" ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.