"ჩიტმა ამბავი მომიტანა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, "გორბი" ატარებს კვლევას, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა მის შესახებ არის დასმული.
"ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ "გორბი" ატარებს კვლევას, სადაც კითხვებში არის პოლიტიკოსების გრაფა და არაპოლიტიკოსი ჩასმული ვარ მე - "რას ფიქრობთ ნანუკა ჟორჟოლიანზე?"
ორი ვერსიაა:
1. ადამიანი ჯერ ცუდს ფიქრობს და ამიტომ პირველ ვერსიად დავწერ, რომ ჩემი დაჭერის იდეა არ ასვენებს კობახიძეს და ტესტავს საზოგადოებაში რა რეაქცია მოყვება.
2. არკვევს პოლიტიკაში შესვლა თუ მომინდება (ესეც კობახიძის ბნელი სიზმარი) რა შანსები მაქვს.
ორივე შემთხვევაში ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც " - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.