loader

"ამ წუთას ვასაძის ქუჩაზე, ლუქში ჩავარდა ბავშვი! საშინელება ხდება ამ ქუჩაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთას ვასაძის ქუჩაზე, ლუქში ჩავარდა ბავშვი! საშინელება ხდება ამ ქუჩაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში?

"ამ წუთას ვასაძის N7-ში ლუქში ჩავარდა ბავშვი!. საბედნიეროდ არაფერი დაუშავდ. ასეთ მდგომარეობაშია მთელი ვასაძის ქუჩა. ვის ეკუთვნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა? საშინელება ხდება ამ ქუჩაზე, ერთი საცალფეხო უსაფრთხო ბილიკი ხომ უნდა დაეტოვებინათ?" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიკა ბახია წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, გლდანში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.