loader

გაფრთხილება ამინდის შესახებ! - "მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფრთხილება ამინდის შესახებ! - "მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც"

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)