"ბავშვებო, ახლა თქვენ იტანჯებით..." - ეპისკოპოსის მიმართვა დიოგო ჟოტას შვილებს და ათასობით მგლოვიარე ქუჩაში: უმძიმესი კადრები ფეხბურთელის დაკრძალვიდან
"ლივერპულისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას დაკრძალვას ათასობით ადამიანი ესწრება. ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები შეიკრიბნენ, რათა პატივი მიაგონ ფეხბურთელს. დაკრძალვის ცერემონია ჟოტას მშობლიურ ქალაქში გონდომარში მიმდინარეობს.
ეკლესიაში შესვლის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქვთ, თუმცა, პორტოს ეპისკოპოსის მიერ ჩატარებული წირვის აუდიოჩანაწერის პირდაპირი ტრანსლაცია გადაიცემა ქუჩაში გამოსული ათასობით მგლოვიარისთვის.