loader

"მკვლელობას შეესწრო მიშას მეუღლე... ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ" - დანაშაულის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელობას შეესწრო მიშას მეუღლე... ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ" - დანაშაულის ახალი დეტალები

2 ივ­ლისს ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლი 44 წლის მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 37 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჩხა­ი­ძე.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვილ­მა ლე­ვან ჩხა­ი­ძეს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ჩვენ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე მა­ძღა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მა­რი­ამ სა­ბე­დაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:"აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟღერ­დე­ბა არა ერთი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს შე­ეს­წრო გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რი, კერ­ძოდ მისი მე­უღ­ლე და ასე­ვე ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ოთხი პირი.

აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მხა­რე­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო ავ­ტო­მო­ბი­ლის "პარ­კინ­გის" გამო, რის დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა გარ­დაც­ვლილს და მის ოჯახს მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის (კა­რე­ბის) მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არც გარ­დაც­ვლილს და არც მის თან­მხლებ პი­რებს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი (გას­რო­ლამ­დე).

მოწ­მე­ე­ბის თქმით, სა­უბ­რის მი­წუ­რულს ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გარ­დაც­ვლი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბრალ­დე­ბულ­მა გარ­დაც­ვლილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჯერ ფე­ხის არე­ში, ხოლო შემ­დეგ გულ­მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და­უ­მიზ­ნა ად­გილ­ზე მყოფ პი­რებს, თუმ­ცა გას­რო­ლა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა მას ხე­ლი­დან ია­რა­ღი გა­აგ­დე­ბი­ნეს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა. სრულად