დრამატული თამაში: წითელი ბარათები, გაუქმებული გოლები და პსჟ-ს მორიგი სასწაული - 9 კაცით დარჩენილმა პარიზელებმა "ბაიერნი" დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი შეხვდა ერთმანეთს - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ითამაშა, მატჩია დასრულდა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით: 2:0.
მატჩი ატლანტაში, "მერსედერს ბენცზე" ჩატარდა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.
პირველი ტაიმი "ბაიერნის" მცირე უპირატესობით დაუწყო და წარიმართა, მათი შეტევები საკმაოდ მწვავე იყო, თუმცა პსჟ-ს რამდენიმე კონტრშეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოვიდა. მათ შორის ხვიჩას ჰქონდა გატანის საშუალება. 31-ე წუთზე ქართველმა მარცხენა ფლანგიდან სოლორეიდი მოაწყო, თუმცა ნოიერმა მოახერხა ახლოდან დარტყმული ბურთის მოგერიება, შემდეგ კი ხვიჩას დამატების საშუალება აღარ მისცა.