loader

"მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“ - რას წერს ელენე ხოშტარია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“ - რას წერს ელენე ხოშტარია?

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა - ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც ხოშტარია წერს, ხალხის გააზრებული ბრძოლა, არც ბიძინას სიტყვებზეა და არც „ლელოზე“ არ არის დამოკიდებული.

„ბიძინა იძახდა, „იჭიჭყინებენ გადაივლისო“, კი მიიღო უწყვეტი პროტესტი და სანქციები

ახლა „ლელო“ იძახის, იხმაურებთ და გაჩუმდებითო.

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა, რომელიც არც ბიძინას სიტყვებზეა დამოკიდებული, არც „ლელოსი“ და მით უმეტეს არც ოხანაშვილის „თემუ“ ვერსიების.

ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“.

მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“, მივხედოთ საქმეს, მალე მოგიბრუნდებით, ძალიან მალე“,- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა და დაპირისპირების პროვოცირება.