რას აცხადებენ შსს-ში ცოტა ხნის წინ, ბათუმი-თბილისის მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებასთან დაკავშირებით?
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სუფსაში ბათუმი-თბილისის მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულები არ არიან.
შეგახსენებთ, მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატარებელი, რომელიც ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს, ავტომობილს შეეჯახა.
დაზიანებულია ავტომობილი.
ფოტო: "ბათუმელები".