"ჩვენი თვალით დავინახეთ, როგორ გაიქცა დამნაშავე" - აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ.
მათივე ცნობით, არ აქვთ ინფორმაცია, დააკავეს თუ არა თავდასხმაში მონაწილე პირი და შსს-სგან ინფორმაციას ითხოვენ.
"ელექტროშოკით თავს დაესხნენ რუსთაველზე ამ ბიჭს და ორმოცდაათმა პოლიციელმა დამნაშავე ხან დაიჭირა, ხან გაექცათ და დაბნეულები აქეთ-იქით იყურებოდნენ. ახლა ვითხოვთ დამნაშავის სახელს და გვარს და ინფორმაციას შსს-გან, ბოლოს და ბოლოს დაიჭირეს თუ არა? ერთი პლასტმასის ბოთლისთვის სხედან ჩვენი თანამებრძოლები ციხეში და ელექტროშოკის ტრიალისთვის ხელის განძრევა არ უნდოდა პოლიციას" , - აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ავრცელებს ვიდეოს.