რას აცხადებენ შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეზე ე.წ. ელექტროშოკით თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) არის დაწყებული.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს ინფორმაცია , რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელექტროშოკით თავს დაესხნენ.