"ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი, უნდა დავწერო ეს სტატუსი..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძეზე?
ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი, ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.
ამ გზას ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი "ქოცი", რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს.
უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა.
ათი ათასობით ლარზეა საუბარი.
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ "ქოცები" და კერძოდ სუსი" - წერს ჟორჟოლიანი.
შსს-ს ინფორმაციით, ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსშია" შეყვანილი. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.