loader

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსიდან" თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში" შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.