რა თქვა შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს - გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევის ყველა დეტალი გაირკვევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, აპირებდა თუ არა შემთხვევამდე შსს თორნიკე რიჟვაძის დაკავებას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები“.
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არაფერი არ ვიცი.
ოპოზიცია რას იტყვის ახლა.. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის... მოხდა მძიმე შემთხვევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.