რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც იმ კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი - "ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო"
ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი იყო ყველასთვის, ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.