"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია..." - ლევან ხაბეიშვილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
"ივანიშვილი გადასულია მკვლელობაზე" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შსს-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია და გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.