loader

რა ქონებას ფლობს ალექსი ახვლედიანი, ვის სახლშიც სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ქონებას ფლობს ალექსი ახვლედიანი, ვის სახლშიც სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და ამ­ჟა­მად სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი. სწო­რედ მისი დე­დის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­გა­რე­ჯო­ში, და­იჭ­რა მძი­მედ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რიჟ­ვა­ძემ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი შსს-ს ცნო­ბით

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ივ­ლისს, სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე გულ­მკერ­დის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით იქნა შეყ­ვა­ნი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, და­ი­წყო. მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, რიჟ­ვა­ძეს ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ამას­თან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას ან გა­მას­წო­რე­ბელ სა­მუ­შა­ოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას ან აღ­კვე­თას, თუკი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვამ გა­მო­იწ­ვია სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი.

ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

ჩი­ნოვ­ნი­კის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ორი წლის წინ გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2023 წლის 24 ივ­ლისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ექ­ვსწლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა, ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს სა­ზღვარ­გა­რეთ:

უკ­რა­ი­ნა: ქა­ლაქ ვი­ნი­ცა­ში, შევ­ჩენ­კოს ქუ­ჩა­ზე, 2022 წელს 320 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 2780 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი. 2016 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, იმა­ვე ქა­ლაქ­ში, იმა­ვე ქუ­ჩა­ზე, ფლობ­და 860 კვ. მეტრ მი­წის ნაკ­ვეთს. კი­ევ­ში, დი­მიტ­რევ­სკის ქუ­ჩა­ზე, ფლობ­და 184 კვ.მ ბი­ნას. ასე­ვე,

9300 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვეთს უკ­რა­ი­ნა­ში, ზუს­ტი მი­სა­მარ­თის გა­რე­შე.ჩე­ხე­თი: პრა­ღა­ში 2012 წელს შე­ი­ძი­ნა 3000 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი 485 000 ევ­როდ, ხოლო 2013 წელს 139 კვ.მ სახ­ლი 860 000 ევ­როდ.სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა: 2023 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში

რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო არ აი­სა­ხა. თუმ­ცა, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი სა­გა­რე­ჯო­ში ფლობს 1810 კვ. მეტრ მი­წის ნაკ­ვეთს ერეკ­ლე მე­ო­რის ქუ­ჩა­ზე და ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას (965.731 კვ.მ) დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლის

დიდი ნა­წი­ლი იჯა­რი­თაა გა­ცე­მუ­ლი, მათ შო­რის „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“. მას ასე­ვე ეკუთ­ვნის 430 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­თა­ვეს ქუ­ჩა­ზე (სა­გა­რე­ჯო) და 425 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ნო­ბით (426.81 კვ.მ) დაბა სუ­რამ­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მო­ი­ჯა­რე­ე­ბად ფიქ­სირ­დე­ბი­ან „სილ­ქნე­ტი“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა“. 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში, ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, 72.80 კვ.მ ბი­ნა­საც ფლობს. განაგრძეთ კითხვა