loader

რა არის ცნობილი თორნიკე რიჟვაძის პირად ცხოვრებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი თორნიკე რიჟვაძის პირად ცხოვრებაზე

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუმ­ცა ის კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა

ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 06:30 სა­ათ­ზე გად­მო­იყ­ვა­ნეს. შე­მოყ­ვა­ნი­სას მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, რად­გან სა­ხე­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ტრავ­მულ-ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შო­კის კლი­ნი­კა. ამ­ჟა­მად, შო­კის ხა­რის­ხი შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ჰე­მო­დი­ნა­მი­კის პა­რა­მეტ­რე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად აღ­დგე­ნი­ლია. მას უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

რა ქო­ნე­ბით და­ტო­ვა რიჟ­ვა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა ამის შე­სა­ხებ ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

· უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა:

ბინა თბი­ლის­ში, შე­ძე­ნი­ლი 2017 წელს 61,000 აშშ დო­ლა­რად.კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ბა­თუმ­ში, შე­ძე­ნი­ლი 2014 წელს 65,000 აშშ დო­ლა­რად.მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა 2 მი­წის ნაკ­ვე­თი ხუ­ლო­ში და ბინა ბა­თუმ­ში, რო­მე­ლიც მას მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა.· მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა: მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Camry, შე­ძე­ნი­ლი 8,500 აშშ დო­ლა­რად.

· ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჰქონ­და 44,172 ლარი.

· ბიზ­ნე­სი: თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე არის შპს „აჭა­რა ბე­რ­რის ლი­მი­თედ“-ის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, თუმ­ცა კომ­პა­ნია ამ­ჟა­მად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

· შე­მო­სავ­ლე­ბი (2023 წელი):

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ხელ­ფა­სი: 55,035 ლარი.კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის იჯა­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი: 22,278 ლარი.

ოჯა­ხი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლეა მაგ­და მუმ­ლა­ძე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს: ელი­ზა­ბე­ტი და და­ვი­თი. მაგ­და მუმ­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ას­წავ­ლის იმ სკო­ლა­ში, სა­დაც მათი უფ­რო­სი შვი­ლი სწავ­ლობს.

2022 წელს, ერთ-ერთი ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რიჟ­ვა­ძემ უფ­რო­სი შვი­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ელი­ზა­ბე­ტის პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში. გი­ლო­ცავთ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!“ განაგრძეთ კითხვა