ცნობილია 17 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად 17 წლის კვირიკე ოდიშელიძემ მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: "ამბები.ge"