"ჭრილობები ყელის და გულ-მკერდის არეში მიაყენა... ახალგაზრდა ქალი იყო, 3 შვილი ჰყავს..." - გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტირძნისში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მსხვერპლი გარდაიცვალა.
შსს -ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ვიდეო: "TV პირველი"