loader

"შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ საავადმყოფოში დროზე არ მივალ... ტვინში სისხლის გაჟონვა წავიდა!" - ჩცდ-ის მსახიობი მარტა ბარამიძე საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ საავადმყოფოში დროზე არ მივალ... ტვინში სისხლის გაჟონვა წავიდა!" - ჩცდ-ის მსახიობი მარტა ბარამიძე საზოგადოებას მიმართავს

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, რომელიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პრო­ექტ "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გახ­და, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

"გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრამვა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში!

სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი...

აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს... თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად..

შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ. მჭირდება ჯამში 5 000 ლარი.

ანგარიშის ნომრები:

#GE88BG0000000184031700

#GE08TB7102445061100081

პირადი ნომერი:

#61001069089" - წერს მარ­ტა ბა­რა­მი­ძე.

როგორც მარტამ ambebi.ge-ს განუცხადა, რამდენიმე თვის წინ სააბაზანოში წყალზე აუსრიალდა ფეხი და თავი დაარტყა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მე­გობ­რის სახ­ლში გა­და­ვე­დი ჯი­ქი­ა­ზე, მა­ცი­ვა­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო და მუშა გა­მო­ვი­ძა­ხე გა­სა­კე­თებ­ლად. შემ­დეგ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­ტა­ნე მი­ნის თა­რო­ე­ბი, რომ გა­მე­რე­ცხა და ამ დროს წყალ­ზე ამის­რი­ალ­და ფეხი და უკან მხრი­დან და­ვე­ცი. თავი გა­მის­კდა, რვა ნა­კე­რი დამ­ჭირ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სკალ­პის ქვე­ვით მქონ­და წარ­მო­ნაქ­მნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დი. ტრავ­მის დროს ესეც გას­კდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩაქ­ცე­ვა ტვინ­შია წა­სუ­ლი და სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია. უნდა ჩა­მიდ­გან თავ­ში დრე­ნა­ჟი, რომ ეს სი­თხე ამო­ი­ღონ, თო­რემ მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო ისე ივ­სე­ბა სი­თხით, რომ თუ არ დავ­წვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მოვ­კვდე­ბი." - ამბობს მარტა