"შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ საავადმყოფოში დროზე არ მივალ... ტვინში სისხლის გაჟონვა წავიდა!" - ჩცდ-ის მსახიობი მარტა ბარამიძე საზოგადოებას მიმართავს
მარტა ბარამიძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
"გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრამვა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში!
სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი...
აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს... თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად..
შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ. მჭირდება ჯამში 5 000 ლარი.
ანგარიშის ნომრები:
#GE88BG0000000184031700
#GE08TB7102445061100081
პირადი ნომერი:
#61001069089" - წერს მარტა ბარამიძე.
როგორც მარტამ ambebi.ge-ს განუცხადა, რამდენიმე თვის წინ სააბაზანოში წყალზე აუსრიალდა ფეხი და თავი დაარტყა.
"რამდენიმე თვის წინ, მეგობრის სახლში გადავედი ჯიქიაზე, მაცივარი გაფუჭებული იყო და მუშა გამოვიძახე გასაკეთებლად. შემდეგ სააბაზანოში შევიტანე მინის თაროები, რომ გამერეცხა და ამ დროს წყალზე ამისრიალდა ფეხი და უკან მხრიდან დავეცი. თავი გამისკდა, რვა ნაკერი დამჭირდა და საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ სკალპის ქვევით მქონდა წარმონაქმნი, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. ტრავმის დროს ესეც გასკდა. აღმოჩნდა, რომ ჩაქცევა ტვინშია წასული და სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია. უნდა ჩამიდგან თავში დრენაჟი, რომ ეს სითხე ამოიღონ, თორემ მარცხენა ნახევარსფერო ისე ივსება სითხით, რომ თუ არ დავწვები საავადმყოფოში, მოვკვდები." - ამბობს მარტა