"დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება" - რას აცხადებს ახვლედიანის ადვოკატი?
"ვიზიტთან დაკავშირებით, იგივე შემიძლია გავიმეორო. სიახლე არაფერია. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, ჩემთვის ასე ზეპირი და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არაფერს ნიშნავს. დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა", - აცხადებს ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური.
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.