loader

"ოპოზიციური ველის ბოლო ოლიგარქია - ის ორი ტელევიზიის ჟურნალისტებს ქირაობს იმისთვის, რომ პირადი ზრახვები აიხდინოს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოპოზიციური ველის ბოლო ოლიგარქია - ის ორი ტელევიზიის ჟურნალისტებს ქირაობს იმისთვის, რომ პირადი ზრახვები აიხდინოს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე?

თამარ ჩერგოლეიშვილი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"და კიდევ ერთი - ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გარშემო ონლაინ რესურსის სრული კონსოლიდაცია იმისთვის რომ ივანიშვილის ფარსს ადეკვატური პასუხი გაეცეს.

გაითვალისწინეთ, რომ ხაზარაძე ოპოზიციური ველის ბოლო ოლიგარქია - ის ორი ტელევიზიის ჟურნალისტებს ქირაობს იმისთვის, რომ პირადი ზრახვები აიხდინოს და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ ჩატარებული ფარსის არჩევნებად მიჩნევით და შემდეგ - მისი ლეგიტიმაციით.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მოქალაქის დახმარება, რომელსაც დიდი ონლაინ გავრცელება აქვს.

მართლა დიდებულად შეიძლება დავხუროთ ეს მახინჯი ფურცელი - თუ მოვინდომებთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.