loader

"ევაკუირებულია 21 ოჯახი, დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები" - რა ხდება ხარაგაულში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევაკუირებულია 21 ოჯახი, დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები" - რა ხდება ხარაგაულში?

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 2 სო­ფელ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. პრო­ცე­სის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სახ­ლე­ბი, სახ­ნავ-სა­თე­სი სა­ვარ­გუ­ლე­ბი და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი. სოფ­ლებ­ში ხე­მა­ღალ­სა და ღეკ­ში მე­წყრუ­ლი კე­რე­ბის გე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე, გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი­დან 21 ოჯა­ხია გაყ­ვა­ნი­ლი.პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვა, რის შემ­დე­გაც შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს გა­ეც­ნენ.

„მე­რია მოქ­მე­დებს გე­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ჩვენ მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს თი­თო­ე­ულ ოჯახ­თან, ვსწავ­ლობთ მათ მდგო­მა­რე­ო­ბას და ვცდი­ლობთ, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზ­რუნ­ველ­ვყოთ შე­სა­ფე­რი­სი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მათ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ხა­რა­გა­უ­ლის მერ­მა კობა ლურ­სმა­ნაშ­ვილ­მა.

ცნობისთვის, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­აქ­ტი­ურ­და.

ფოტო: “ჩემი ხა­რა­გა­უ­ლი“