loader

რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში? - "ყველაფერი ჩანს ნათლად, თქვენი თვალით ნახავთ, ალბათ, გასაჯაროვდება" - ადვოკატის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში? - "ყველაფერი ჩანს ნათლად, თქვენი თვალით ნახავთ, ალბათ, გასაჯაროვდება" - ადვოკატის განცხადება

ალექსი ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური აცხადებს, რომ კამერებში ყველაფერი ჩანს, მათ შორის ის, თუ როგორ მიდის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფანჩატურში და გამოაქვს იარაღი.

მისივე თქმით, ალექსი ახვლედიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მან იარაღი დაუდევრად დატოვა“.

„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი.

ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში.

არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“,- აღნიშნავს ლალი აფციაური.

ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.