გდდ-ის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა - რას ამბობენ შსს-ში
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.