"ვაკის პარკში ბავშვი ველოსიპედით აუზში გადავარდა და ძირს დაეცა საკმაოდ ძლიერად" - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება
გუშინ, ვაკის პარკში შადრევანში ბავშვი ველოსიპედით ჩავარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას გადარჩა ქალაქი, ვაკის პარკის დაცლილ შადრევანში გადავარდა ბავშვი ველოსიპედით. საბედნიეროდ, გადარჩა და იმედია კარგად იქნება. ბავშვი კატაობდა წრეზე, შადრევნის გარშემო პერიმეტრზე, არ ვიცი როგორ, მაგრამ უცებ დავინახეთ ველოსიპედიანად როგორ გადაეშვა ინერციით შადრევნის აუზში და ძირს დაეცა საკმაოდ ძლიერად.
დაცვა იქვე იყო და გამოიძახა სასწრაფო, რომელიც მოვიდა მალევე, ალბათ 5 წუთში. ამ დროისთვის ბავშვი უკვე იყო კონტაქტური და ცდილობდა წამოდგომას, ამიტომ იმედი მაქვს რომ კარგად იქნება, ძალიან განვიცდით მის ამბავს," წერენ სოციალურ ქსელში.
როგორ ირკვევა, მოზარდს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.