კომიქსის ყდა 1,3 მლნ ევროდ გაიყიდა
კომიქსის ალბომის ყდა რეკორდულ ფასად - 1,3 მლნ ევროდ გაიყიდა. კომიქსში ბელგიელი რეპორტიორის, ტინტინის თავგადასავლებია აღწერილი.
საუბარი 1932 წლის ალბომის "ტინტინი ამერიკაში" პირველი გამოცემის გარეკანის სურათს ეხება. ტინტინის თავგადასავლების სერიის შემქმნელმა, ბელგიელმა მხატვარმა ერჟემ ნახატი ტუშითა და გუაშით დახატა.
კომპოზიციის ცენტრში ტინტინია, რომელსაც კოვბოის სამოსი აცვია. იგი სკამზე ზის, მის გვერდით მისი ფოქსტერიერი მილუ წევს, უკანა ფონზე ინდიელები ჩანან, რომლებიც გმირს უკნიდან ეპარებიან.
სურათი ფრანგული აუქციონის სახლის, Articurial-ის ვაჭრობა "ტინტინის შემქმნელის სამყაროს" (L'univers du createur de Tintin) ერთ-ერთი ლოტი იყო. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ლოტის ფასი მლნ ევროს გადააჭარბებდა. სურათის მყიდველმა ანონიმად დარჩენა ისურვა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე