"ირაკლი კობახიძეს მივმართავ..." - ლევან ხაბეიშვილის ვიდეომიმართვა
ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან, კახი კალაძე გადაამოწმეთ, ანრი ოხანაშვილი და ზოგადად ე.წ მთავრობის წევრები. ნახეთ აბა რა პასუხს მიიღებთ. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკების შემომტანები, თან მკვლელი ნარკოტიკების, თქვენ ხართ და შემოწმება დაიწყეთ საკუთარი წრიდან, ბავშვებს თავი დაანებეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადამიანებს დასდევენ და „მოშარდვას აძალებენ“.