"ვერ გპასუხობთ, რადგან მიჭირს საუბარი... კლინიკაში ვარ, დღეს მამზადებენ უკვე საოპერაციოდ" - მარტა ბარამიძე
მარტა ბარამიძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ საოპერაციოდ ამზადებენ. მას თავზე მიღებული ტრავმა გაურთულდა.
"მეგობრებო უკეთ ვარ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ კთქვენგანს, ვერ გპასუხობთ, რადგან მიჭირს საუბარი... კლინიკაში ვარ, დღეს მამზადებენ უკვე საოპერაციოდ, რომ სისხლი, რაც თავის ტვინში წავიდა, უკან გამოიწოვოს...
მიჭირს წერაც, ამიტომ ბოდიშს გიხდით რომ თითოეულს ვერ გწერთ ან ექიმებს ექნება ტელეფონი ან მეგობარს.. ძალიან ძალიან მიყვარხართ იცით...
#GE08TB7102445061100081
#GE88BG0000000184031700" - წერს მარტა ბარამიძე.
ცნობისთვის, მარტამ საზოგადოებას გუშინ დახმარების თხოვნით მიმართა.
"გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრამვა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში!
სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი...
აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს... თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად..
შეიძლება, უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ. მჭირდება ჯამში 5 000 ლარი.
ანგარიშის ნომრები:
#GE88BG0000000184031700
#GE08TB7102445061100081
პირადი ნომერი:
#61001069089" - დაწერა მარტა ბარამიძემ.