"სახანძროები მიდიან ახლა" - ამ წუთებში სავარაუდოდ მუხიანში, ხანძარია
ამ წუთებში სავარაუდოდ, მუხიანში ხანძარია.
ინფორმაცია ამის შესახებ "გლდანის ჯგუფში" გავრცელდა.
როგორც ვიდეოს კომენტარებში წერენ, ცეცხლი სავარაუდოდ, კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და ადგილზე სახანძროები მიდიან.
დამატებითი დეტალები და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.