რას წერს დედა, რომლის შვილსაც თითქმის 6 თვეა ეძებენ
ზუსტად 1 კვირაში 6 თვე გახდება, რაც ბათუმელი მოზარდი, ფეხბურთელი ალექსანდრე მიქელაძე გაუჩინარდა. მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს და შვილს კვლავ დაბრუნებას სთხოვს.
"მჭირდები დეე... ეს უკიდეგანოდ მენატრები და მინდა შენი ჩახუტება, შენი სურნელის ჩასუნთქვა და მერე, მთელი სამყარო კვლავ დაიბრუნებს ფერებს ჩემთვის,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება.