loader

"დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი..." - როგორ ულოცავს მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი..." - როგორ ულოცავს მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს?

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ... თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ! , - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

"ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი.

ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე - თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში.

დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი...

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს.

დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად!

შენი ძმა, მამუკა!", - წერს ხაზარაძე.