"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს, რაც აქამდე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში..." - რას წერს შორენა ბეგაშვილი?
მსახიობმა, მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა 43 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. მედიის ყურადღების ცენტრში მოქცეული წვეულება ამჯერად დიღომში, მის მდიდრულ ვილაში გაიმართა, რომელიც, როგორც ცნობილია, სამი წლის წინ საყვარელმა მამაკაცმა, მილიონერმა ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ აჩუქა.
როგორც შორენა წერს, ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპია:
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს, რაც აქამდე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სიბოროტე, ტყუილი, ახლა ასმაგად სიკეთით მიბრუნდება. 43 წლის გავხდი და ვფიქრობ, რომ ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ. რაც არ უნდა იჭორაონ ჩემზე, მაინც ყველაფერზე გავიცინებ და ცხოვრებას გავაგრძელებ. მადლობა ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო მოლოცვისთვის" - წერს შორენა ბეგაშვილი.