ქურდობა თბილისში: მამაკაცმა ბინაში შეაღწია და ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, მათ შორის 13 000 დოლარი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ.
ქურდობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ
შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარს მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი -
ე.წ. "ატმეჩკა" და სხვადასხვა ხელსაწყო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.