loader

"დედაჩემი ტირის, საქვეყნოდ მომჭრეს თავიო... ბავშვის ბებია დაიჭირესო, არადა დასაკითხად ჰყავდათ" - ხაშურის ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედაჩემი ტირის, საქვეყნოდ მომჭრეს თავიო... ბავშვის ბებია დაიჭირესო, არადა დასაკითხად ჰყავდათ" - ხაშურის ტრაგედიის დეტალები

ხა­შურ­ში, 5 ივ­ნისს დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. დი­ლის 8 სა­ათ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას, ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი, ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე, ნანა ხი­ხა­ძე - უგო­ნოდ და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ჯერ ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ნანა ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. ექი­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სტა­ბი­ლუ­რია, ის გონ­ზე მო­ვი­და, თუმ­ცა უჭირს გა­იხ­სე­ნოს, რა მოხ­და ტრა­გე­დი­ის დღეს.AMBEBI.GE ნანა ხი­ხა­ძის დას ესა­უბ­რა:

"ჩემი და ნელ-ნელა გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ზე, აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ტვინ­ზე და იღებს წამ­ლებს. ვერ იაზ­რებს რა ხდე­ბა, ბოლო დღე­ებს ვერ იხ­სე­ნებს კარ­გად. ტვი­ნის მკვე­ბა­ვებს იღებს და იქ­ნებ გა­მო­ვი­დეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ ვიცი ვინ და რა­ტომ ავ­რცე­ლებს. და­კა­ვე­ბით არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ დე­დამ­თი­ლი, უბ­რა­ლოდ ბო­ლოს (ტრა­გე­დი­ის დღეს) ერ­თად იყ­ვნენ და წა­იყ­ვა­ნეს და­სა­კი­თხად. ჩემი და 12 წე­ლია, გა­თხო­ვი­ლია და მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია ჯერ არ ქო­ნია ოჯახ­თან. დე­დამ­თილ­ზეც რაც ით­ქვა მე ვერ და­ვი­ჯე­რებ მა­გას. ყვე­ლა შოკ­შია, მსგავ­სი ტრა­გე­დია არ მსმე­ნია არ­სად, ჩემი სიძე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ცო­დე­ბა, რომ შე­ეს­წრო ამ ყვე­ლა­ფერს".

ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ბავ­შვის ბე­ბი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მა­მი­და ესა­უბ­რა:"ვრცელ­დე­ბა ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ ოჯახ­მა არ ვი­ცით, რა მოხ­და და ხალ­ხი ავ­რცე­ლებს სა­ში­ნელ ჭო­რებს.. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბით, 45 დღე­ში იქ­ნე­ბაო ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი, ვე­ლო­დე­ბით.

ერთი რაც ვიცი, ბავ­შვს აჯაფ­სან­და­ლი არ უჭა­მია, არც და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ბავ­შვზე ვი­ტი­როთ თუ ასეც ჭო­რებ­ზე, აღარ ვი­ცით, თან ჰყვე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ლუ­კა­ჩოს. რა ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ღმერ­თმა მი­ხე­დოს ყვე­ლას, ვინც ეს ჭორი გა­ავ­რცე­ლა. დე­და­ჩე­მი ტი­რის საქ­ვეყ­ნოდ, მომჭრეს თა­ვიო. კვი­რას გვაქვს ორ­მო­ცი. ალ­ბათ ამის მერე მა­ლე­ვე გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე.

რო­მე­ლი დე­დამ­თი­ლი გა­ი­მე­ტებს ბი­ჭის ოჯახს. დე­და­ჩემს ჩემს რძალ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ცემ­ში გვიშ­ვებ­და დედა, სკო­ლის არ­და­დე­გებს ვე­ლო­დე­ბო­დით და დე­დაც ჩვენ­თან ერ­თად უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, ჩემი ბავ­შვი და ლუკა ერ­თად ატა­რებ­დნენ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს.

ლუ­კას დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­სა­კი­თხად წა­იყ­ვა­ნეს და ბე­ბია და­ი­ჭი­რე­სო, გა­ავ­რცე­ლეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, არა­და სახ­ლშია ქალი, ტი­რის არ ვიცი, რო­გორ გა­და­ი­ტანს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წვა­ლე­ბით გაგვზარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს რძალს, გონს მო­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს იხ­სე­ნებს" - გვიყ­ვე­ბა ლალი ბარ­ბა­ქა­ძე.

მომ­ხდა­რის ერთ-ერთ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად, ამ დრომ­დე გა­ნი­ხი­ლე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს იყო ბო­ტუ­ლიზ­მი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხით ბო­ტუ­ლიზ­მი გა­მო­ი­რი­ცხა.

"თა­ვი­დან­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თა­დერ­თი ვერ­სია, საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ამი­ტომ ყვე­ლა ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, დედა- შვილს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ნა­ჭა­მი აჯაფ­სან­და­ლი და ძეხ­ვი, ამი­ტომ გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა ბო­ტუ­ლიზ­მი ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. განაგრძეთ კითხვა