loader

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე...მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს.” - ზურაბ ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე...მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს.” - ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოჯახის წევრებთან დაკავშირებით წერს:

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული.

უფრო სწორად, პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორის წინ, საკნის შუაში მდგომმა, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე.

კოსტას დაბადების დღე ივლისში.

ბებიაჩემის და ბიძაჩემის (რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც გამზარდეს) აგვისტოში.

მამაჩემის (ასევე აღარაა ცოცხალი) დაბადების დღე სექტემბერში.

კატოს დაბადების დღე სექტემბერში.

ალექსანდრეს დაბადების დღე ასევე სექტემბერში.

მერე ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნატას დაეყარა თავზე და უსამართლობაა.

მერე ვიფიქრე, რომ თვითონაც არ იცის რამდენად მაგარია და გაუძლებს.

მერე ისევ კოსტასთან დავუბრუნდი და ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მას გაუჭირდება.

მერე შემეშინდა, რომ ისეთი სიახლოვე აღარ გვქონდეს მე და კოსტას, როგორიც გვქონდა. შემეშინდა და შევეშვი ფიქრს.

დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს.” - ზურაბ ჯაფარიძე